ფეხმძიმობის დროს ნახევრად შიშველი მონიკა ბელუჩი ჟურნალ "Vanity Fair"-ისთვის პოზირებდა. ქალიშვილის გაჩენის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა, ტრადიცია არ დაერღვია და ჟურნალისთვის ისევ გაშიშვლდა, თუმცა ამჯერად საკუთარ ქალიშვილთან ერთად. მონიკა იტალიური "Vanity Fair"-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე დაბეჭდეს.
რთულია იმის თქმა, ვის დაემსგავსება ლეონი - ლამაზმან დედას, თუ მამა - ვენსან კასელს. ლეონი ჯერ მხოლოდ 6 თვისაა და უკვე მსოფლიოში ცნობილი გლამურული ჟურნალის გარეკანს ამშვენებს. რაც შეეხება თავად მონიკას, მას დედის როლი ყველაზე მეტად უხდება.
მონიკა ტიპურ იტალიელ დედას არ გავს - მსახიობი დეკრეტში დიდხანს არ ყოფილა. მშობიარობის შემდეგ გადასაღებ მოედანს მალევე დაუბრუნდა. მონიკას და რობერტ დე ნიროს ფილმში - "ჯადოქრის მოსწავლე 3" ერთად იღებენ.
გადაღებები რომში მიმდინარეობს, ამიტომ მონიკას სახლიდან შორს გამგზავრება არ მოუხდა. გადასაღებ მოედანზე მსახიობს ხშირად ჩვილთან ერთად ხედავენ. ბავშვიც ძიძასთან ერთად მოთმინებით ელის, დედა მუშაობას როდის დაასრულებს.