|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » სკარლეტ იოჰანსონი კვლავ "მანგოს" სახეა
18:57 სკარლეტ იოჰანსონი კვლავ "მანგოს" სახეა |
ესპანურმა ბრენდმა "მანგომ" სკარლეტ იოჰანსონთან თანამშრომლობა განაახლა. მსახიობი მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდის სახე უკვე მეოთხედ გახდა. სკარლეტის ფოტოსესიაც უკვე მზად არის. ის მსოფლიოში ცნობილ ფოტოგრაფს, მარიო სორნეტის ეკუთვნის. გადაღებები ბარსელონაში ერთ-ერთ ფეშენებელურ ვილაში გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლიუდის ვარსკვლავმა "მანგოს" ღირსეულად წარმოსაჩენად ნამდვილად თავდაუზოგავად იშრომა.
"მანგოს" მფლობელებმა სარეკლამო კამპანიას "მოდერნესტ რესორტ" დაარქვეს. ის 70-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი. სკარლეტის თქმით, გადაღებებისას ის ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. "უზარმაზარი შრომა გავწიეთ ყველამ. მე, მარიომ, ვიზაჟისტებმა და სტილისტებმა აბსოლუტურად განსხვავებული სახეების შექმნა შევძელით", - განაცხადა იოჰანსონმა.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 1140 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|