ზარმაცასებრნი მიეკუთვნებიან ძუძუმწოვრების ოჯახს. მათი სხეულის
სიგრძეა 50–64 სმ, წონა 4–7 კგ. წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ.
თითები ცელისმაგვარი ბრჭყალებით ბოლოვდება. სხვა ძუძუმწოვრებისაგან
განსხვავებით, ზარმაცას კისრის 6–9 მალა და 14–24 წყვილი ნეკნი აქვთ.
სხეული დაფარულია მორუხო–მურა ბეწვით და ხშირად მომწვანო ელფერი დაჰკრავს,
რადგან ბეწვში ბინადრობენ ლურჯ–მწვანე მიკროსკოპული წყალმცენარეები.
ფოტოების ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო…
ზარმაცას კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა, უფრო
ნაკლებად სმენა. ისინი ზურგით მუდამ ქვემოთ არიან დაკიდებული ხეებზე, რის
გამოც შინაგანი ორგანოები ძუძუმწოვრებისათვის უჩვეულოდ აქვთ განლაგებული:
ღვიძლი ზურგისკენაა შებრუნებული და მუცლის კედელს არ ეხება; ელენთა და
პანკრეასი მარჯვნივაა, საშარდე ბუშტი დიდია და თითქმის ეხება დიაფრაგმას,
ტრაქეა ორ ხვეულს ქმნის და ა.შ. ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც
გაერთიანებულია 2 გვარში: სამთითა ზარმაცასებრნი (Bradypus) და ორთითა
ზარმაცასებრნი (Choloepus). გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალური
ამერიკის ტყეებში. ცხოვრობენ ერთეულებად, იშვიათად წყვილებად. წელიწადში
ერთხელ შობენ ერთ ნაშიერს. იკვებებიან ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, ხილით.