ცნობილმა ავტომობილთა მწარმოებელმა კომპანიამ Smart–მა პარიზში პრეზენტაცია გაუკეთა ელექტროველოსიპედსა და ელექტროროლერს…
Smart eScooter–ი აღჭურვილია ორი ლითიუმის ელემენტებით, ასევე ელექტრო ძრავით, რომლის სიმძლავრე აღწევს 5.4 ცხენის ძალას. სპიდომეტრზე სატრანსპორტო საშუალების ისარი არ აჭარბებს 45 კმ/ საათში. დატენვის გარეშე სკუტერს შეუძლია 100 კილომეტრის გავლა. დაცლილი აკუმულატორის სრულ დატენვას 5 საათი სჭირდება. eScooter–ი მაქსიმალურად დაიცავს თავის მეპატრონეს ყველა პრობლემისგან, რაც კი შეიძლება შეიქმნას ქალაქში გადაადგილების დროს: ABS სისტემა და დამცავი ბალიში. სკუტერს ასევე აქვს სმარტფონის შესაერთებელი ადგილი.
Smart–მა ასევე წარმოადგინა Smart eBike–ი, რომელიც ენერგიების ნაკლებად დახარჯვის შესაძლებლობას იძლევა. ველოსიპედი გადის 25 კილომეტრს საათში. Smart eBike–ით მაქსიმალურ სიჩქარეზე, დატენვის გარეშე 3 საათი შეგიძლიათ იმოძრაოთ. დატენვის დრო არც ისე დიდია დაახლოებით 2 საათი. eBike–ის ძრავი მოთავსებულია ბორბალთან და მისი სიჩქარეა ერთი მესამედი ცხენის ძალა, რომელნიც იკვებებიან ლითიუმის ელემენტებით, ისინი დამალულია ჩარჩოში. ამ მოდელში გათვალისწინებულია iPhone–ს ადგილიც.