დღევანდელი ფოტო ნაკრების მეშვეობით, თქვენ გაიგებთ ცნობილი ვარსკვლავების მეტსახელებს…
ნაომი კემპბელმა (Naomi Campbell) თავისი გრაციოზული გარეგნობის გამო, შეიძინა მეტსახელი შავი პანტერა.
ცნობილ მოდელს ჟიზელ ბუნდხენს (Gisele Bundchen) სკოლაში "ოლის” ეძახდნენ. ალბათ იმიტომ, რომ მისი ტანის და თმის ფერი ზეითუნის ზეთის ფერს მოგვაგონებს.
მილა იოვოვიჩს (Milla Jovovich) სკოლაში კლასელები რუსეთის ჯაშუშსა და კომუნისტს ეძახდნენ.
მსახიობს Kate Hudson–ს ბავშვობაში ჩაქუჩის თავს ეძახდნენ.
ჯესიკა ალბას (Jessica Alba) იმდენად უმანკო სახის გამომეტყველება აქვს, რომ მას ბევრი ანგელოზს ეძახის.
ჯულია რობერთსის (Julia Roberts) მეტსახელია ლამაზმანი.
ჯონი დეპის (Johnny Depp) მეტსახელია პოლკოვნიკი.
ნიკოლ კიდმანს (Nicole Kidman) ბავშვობაში ყარყატს ეძახდნენ.
რობერტ დე ნიროს (Robert De Niro) მეტსახელია რძე.
Jude Law–ს ბავშვობაში პუდელს ეძახდნენ.
კამერონ დიასს (Cameron Diaz) ბავშვობაში ჩონჩხს ეძახდნენ.
არნოლდ შვარცნეიგერის (Arnold Schwarzenegger) მეტსახელი იყო კონკია.
Denise Richards–ის მეტსახელია – თევზი.
სკოლაში Keanu Reeves–ის მეტსახელი იყო კედელი. იგი იყო სკოლის ხოკეის გუნდის მეკარე.
მას შემდეგ რაც Orlando Bloom–მა ითამაშა ფილმში „The Lord of the Rings" –ში, მას შეერქვა მეტსახელი ელფიკი.