ამრიკელი დიზაინერი – Steve Madden–ის თანამედროვე ფეხსაცმლის მოდელებს მსოფლიოს არაერთი ცნობილი სახე ატარებს, რომელთა შორისაც არიან: ლედი გაგა, ქეთი პერი და სხვანი. ავტორისეული მოდელები წარმატებით სარგებლობს: ლოს–ანჟელესში, ნიუიორკში, ჰონკონგში, დუბაიში, პეკინსა და სხვა ქალაქებში. Steve Madden–მა 20 წლის წინ საკუთარი ბიზნესი 1100 დოლარით დაიწყო და დღევანდელ დღეს ფეხსაცმლის მთელი იმპერიის მფლობელია.
კითხვაზე, თუ რაშია მისი საქმიანობის წარმატების საიდუმლო, Steve Madden–მა უპასუხა, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მის სიხალასეში და ბუნებრივობაშია, რამდენადაც იგი არასდროს ცდილობს გამოჩნდეს იმაზე უფრო მოხერხებული, ვიდრე იგი სინამდვილეში არის.
Steve Madden–მა საკუთარი ბიზნესი პლატფორმაზე შექმნილი ფეხსაცმლით დაიწყო, რადგანაც იგი 70–ანი წლების მუსიკით იყო მოხიბლული, რისთვისაც შესაბამისი სლოგანიც შეარჩია, რომელიც ასე გამოიყურებოდა: „Peace. Love. Shoes." სწორედ რომ ეს სლოგანი გახდა წარმატების ე.წ. გასაღები. მას შემდგომ ავტორი ქმნის თანამედროვე, სექსუალურ, მოდურ, ენერგიულსა და მომხიბვლელ ფეხსაცმელთა კოლექციებს, რომელთა რიცხვი წელიწადში 6 კოლექციას შეადგენს. Steve Madden–ი მუსიკალური ენციკლოპედიის ნამდვილი მელომანი გახდა და 5 წლის წინ ახალი პროექტი – "Steve Madden Music"–იც შექმნა, რომელიც აშშ–ში დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს მომხმარებელთა შორის.