მომღერალი ტეილორ სვიფტი (Taylor Swift) და მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი (Jake Gyllenhaal) ) ერთმანეთს დაშორდნენ. საყვარელმა ტეილორს დაშორების შესახებ ტელეფონით შეატყობინა. ამის გამო მომღერალი განაწყენებული და ტრამვირებულია.
მომღერლის მეგობარმა განაცხადა, რომ ტელეფონით ურთიერთობის გაწყვეტამ 21 წლის მომღერალი განსაკუთრებით გაამწარა.
"ტეილორს არ ესმის, რა შეეშალა, რის გამო მიატოვეს, მას გული ძალიან ატკინეს", - განაცხადა მომღერლის მეგობარმა.
30 წლის ჯეიკის თქმით, მისთვის "არაკომფორტული" იყო მასსა და ტეილორს შორის 9-წლიანი ასაკობრივი სხვაობა. სწორედ ამან აიძულა მსახიობი, ტეილორს დაშორებოდა.
"ჯეიკისთვის არაკომფორტული იყო ის ყურადღებაც, რომელიც მისკენ იყო მიმართული. მას ასაკობრივი სხვაობაც ეხამუშებოდა. ჯეიკს ტეილორზე გული შესტკივა, მაგრამ საჯარო რომანი მისთვის მეტისმეტია", -აღნიშნა ჯეიკის მეგობარმა.
|