ტეილორ სვიფტი ბევრი ვარსკვლავის გზას ადგება და სუნამოს გამოშვებას აპირებს. გოგონა ელიზაბეტ არდენის კოსმეტიკურ კომპანიასთან თანამშრომლობს და 2011 წელს სუნამოს პრეზენტაციისათვის ემზადება.
20 წლის ამერიკელი ქანთრის შემსრულებელი ამბობს, რომ ყოველთვის მოხიბლული იყო სუნამოების ერთი თვისებით - მათ შეუძლიათ მოგონებები შეინახონ და გააცოცხლონ.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ტეილორი პარფიუმერიის შექმნით დაინტერესდა. ”ძალიან გავერთე კომპანიაში ექსპერიმენტებით. ასე რომ, მოხიბლული ვარ ჩემი ახალი გატაცებით და ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ჩემი საფირმო სუნამო.” ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია - ველოდებით ტეილორის ახალი გატაცების შედეგებს.