უნგრელმა დიზაინერმა – Peter Vardai–მ შეიმუშავა საათის დიზაინის ახალი ვერსია, რომელიც – Formula-1–სა და Mercedes-Benz–ის სულიკვეთებით აღსავსე ვერსიის ორიგინალურ ნაზავს წარმოადგენს.
საათის ციფერბლატი სპორტული მანქანის ხელსაწყოთა პანელს მოგვაგონებს. სამაჯურზე დატანილი Mercedes–ის ლოგოტიპის ორივე გვერდზე მართვის ღილაკებია განთავსებული, რომლებზეც ხელის ერთდროულად დაჭერისას, სამაჯური მოგყავთ ფუნქციონირებაში. საათის ეფექტურობა და მუშაობის პროცესის სპეციფიკა, ციფერბლატის შუაგულში განთავსებული 3 რკალის მეშვეობით ხდება, რისი მანიშნებელიც მათში შემავალი, მკვეთრი წითელი შეფერილობის მოწყობილობაა. 3 რკალიდან მარცხენა, წამების მეათედების, ხოლო მარჯვენა მეასედების მიმანიშნებელია, მაშინ როცა ფსკერი საათის დატუმბვაზე მიგვითითებს. ღილაკი – TAG-Heuer–ის არსებულ ლოგოზეცაა განთავსებული. სიახლე, რომელიც ასე ორიგინალურად გამოიყურება, შვეიცარული ფუფუნების საათების მწარმოებელი – TAG-Heuer–ის მიერაა გამოცემული და როგორც მეტალის, ასევე ტყავის სამაჯურითაცაა შემოთავაზებული.