Madame Tussauds-ის მუზეუმში ისევ მოათავსეს ცვილის ფიგურა, ამჯერად ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის Taylor Swift–ის. ფიგურის პრეზენტაცია ნიუ–იორკში ჩატარდა. Taylor Swift–ი და მისი ცვილის ფიგურა ერთნაირ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. კაბები ბრიტანელმა დიზაინერმა Jenny Packham–მა შექმნა. გასულ ზამთარს, Madame Tussauds-ის მუზეუმის მხატვრებისა და მოქანდაკეების ჯგუფი ჩაფრიდნენ ლონდონიდან Taylor Swift–თან და მათ ზომების აღებასა და ფოტოების გადაღებაში მთელი სამი საათი დასჭირდათ. ლაპარაკი აღარაა იმაზე თუ რამდენი დრო და ენერგია დასჭირდათ თვითონ ფიგურის შექმნაზე. 20 წლის მომღერალი ძალიან კმაყოფილი დარჩა თავისი ცვილის ფიგურით, თუმცა ვარცხნილობა ცვილის ფიგურას სხვანაირი აქვს. გთავაზობთ ფოტოებსა და ვიდეოს…