Robles Architects–ის ჯგუფმა დაასრულა პროექტი – ISEAMI House–ი, რომელიც კოსტა–რიკაში, კერძოდ – Peninsula de Osa–ში მდებარეობს. ეს გახლავთ – ISEAMI–ს (აბრევიატურა ასე იშიფრება: Institute of sustainability, ecology, art, mind and investigation) პირველი გაბედული ნაბიჯი და პროექტით გათვლილი ნაგებობა მოემსახურება სტუმართათვის განკუთვნილ: ინვესტიგაციებს, მედიტაციებს, ტრენინგებს, იოგას და გართობას. სახლს საკუთარი საკომუნიკაციო რესურსები გააჩნია, იქნება ეს წყალი (რომელიც მიწის ქვეშ არსებული ჭაბურღილით უზრუნველყოფს შენობას), თუ ელექტროენერგია (რომელიც მზის სისტემის ენერგიით ბალანსდება). ნაგებობა, რომელიც ნაწილობრივ მთიან რეგიონში მდებარეობს და მთლიანად მწვანე საფარის ზონაშია მოქცეული, ზოგადად შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალით. მასში არსებული პლასტიკური მასალისგან დამზადებული მოწყობილობანი არ შეიცავს ტოქსინებს. აქ მაქსიმალური კომფორტი სუფევს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდებიან მომხვდურთ. ავტორებმა ყოველგვარი ღონე იხმარეს, რათა მომხმარებელი ეკოლოგიურად ყოველმხრივ სუფთა გარემოში მიეღოთ და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მომსახურებოდნენ. თვალი გადაავლეთ და თავად შეაფასეთ!
|