ჰოლანდიურმა დიზაინერულმა სტუდიამ – Tjep, ამსტერდამში არსებულ გალერეა – Gallery Ra–ში წარმოადგინა ძვირფასეულობის კოლექცია, რომლის სახელწოდებაცაა – Clockwork Love, რომლის ნახვაც მხოლოდ 16 იანვრამდეა შესაძლებელი. ეს გახლავთ 2002 წლის პროექტი – Tjep Bling Bling–ის ლოგიკური გაგრძელება და წარმოადგენს 6 სხვადასხვა პროექტის ნაირსახეობას, სადაც ადამიანური ემოციებია ნაგულისხმევი.
კულონი–საათი დიზაინერული სტუდია – Tjep–ისგან.
Clockwork Love ასახავს სხვადასხვა სახის „გულის ახირებებს", რომლებიც თავისუფალი სიმბოლოებითაა ასახული. აქ შეხვდებით თემატიკებს: სიბერე, არამარადიულობა, ლტოლვა, დაურწმუნებლობა და სურვილი.