დაბადების თარიღი: 1985 წლის 11 მაისი. ზოდიაქოს ნიშანი: კურო. წლიური შემოსავალი: 6,3 მილიონი დოლარი.
ეშლიმ კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო სარეკლამო რგოლებით. 8 წლისამ მთავარი როლი მიიღო მიუზიკლში, 12 წლისამ კი თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტს უმღერა. 2007 წელს გამოუშვა თავისი პირველი ალბომი.
ეშლი ტისდეილს ჰყავს ბოიფრენდი სკოტ სპირი. მისი საყვარელი საჭმელებია სუში და პიცა. გიჟდება მსახიობ ჯონი დეპიზე. უყვარს შოპინგი და "დიზელის" მარკა. ეშლი ცხოვრობს ლოს ანჯელესში ძაღლთან ერთად.