ცნობილმა იუმორისტმა ჯოშ ბილინგსმა თქვა: „ცხოვრებაში არსებობს 2 მოულოდნელი რამ, რისთვისაც ჩვენ არასდროს არ ვართ მზად და ეს ტყუპებია…"
ტყუპებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტყუპები ბუნების საოცრებები არიან, მათი დაბადება ხომ იშვიათი და უნიკალური მოვლენაა. ტყუპები არიან ორი განცალკევებული ადამიანები, განსაკუთრებული გრძნობებითა და ტელეპატიური ნიჭით. ადამიანებში უფრო ხშირია ორი ტყუპი, მაგრამ არსებობს ერთმანეთზე გადაბმული სიამის ტყუპებიც. ისინი ყოველთვის ერთი სქესისანი არიან და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ტყუპების ყოლის შანსს გენეტიკას მიაწერენ. ისინი ჩნდებიან თითქმის ერთდროულად ერთი დედისგან. არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. ერთკვერცხისეულ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპების წარმოშობა შესაძლებელია ორი ან მეტი კვერცხუჯრედის ერთდროულად მომწიფების შემთხვევაში. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც განსხვავებული, ისე ერთი სქესისანი, ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც ჩვეულებრივი და-ძმა.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ფაქტი: – შავ–თეთრი ტყუპები
იყო შემთხვევა, როცა გერმანიაში სხვადასხვა რასის წარმომადგენელ ცოლ-ქმარს შეეძინა ტყუპი, რომელთაგან ერთი შავი, მეორე კი თეთრკანიანია. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი რამ მილიონში ერთხელ ხდება. ტყუპი ამ ქვეყანას ზემო ფრანკონიაში, ქალაქ ლიხტენბერგის საავადმყოფოში მოევლინა. ბედნიერმა მშობლებმა ფლორენს ადო-გეტმა და შტეფან გეტმა განაცხადეს, რომ თავადაც გაოცებულები დარჩნენ ამ ფაქტით. თუმცა, მთავარი მათთვის ისაა, რომ ბავშვები ჯანმრთელები არიან. სხვადასხვა ფერის კანის გარდა ბუნებამ ძმები განსხვავებული ხასიათითაც დააჯილდოვა. თეთრკანიანი რაიანი ძალიან ენერგიულია, ხოლო ფერადკანიანი ლეო უფრო დინჯი ჩანს.