ჯიმი მუშაობდა პოლიციაში და მხოლოდ ქმნიდა დამნაშავის ფოტორობოტებს, მისი ცოლი სტეფანი კი იყო წარმატებული მეცნიერი. მიუხედავათ იმისა რომ მათ უყვართ ერთმანეთი, მათი სიყვარულის ნაპერწკალი დიდი ხანია დაკარგულია. ერთხელაც ყველაფერი იცვლება როდესაც სტეფანი და ჯიმი და მათი ორი შვილი გაემგზავრებიან გამოსაკვლევ მოგზაურობაში (ამაზონიაში) სადაც მათი ოჯახის თვითმფრიანვი ჩავარდება ტმაში. თვითონ ისინი გადარჩნენ, მხოლოთ არ გაუმართლა მათ მფრინავს. როდესაც დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, აღმოაჩინეს რომ გააჩნიათ ზებუნებრივი ძალები. ჯიმის ერგო განსაკუთრებული სიძლიერე. სტეფანს შეუძლია ელვისებური სისწრაფე. დაფნის შეუძლია წაიკითხოს სხვისი აზრები. ჯეი ჯეი არასდროს არ გამოირჩეოდა გონებით, და წარმოუდგენელი მოვლენით გახდა გენიოსი. მათი ახალი შესაძლებლობებით ისინი განსაკუთრებულათ არ სარგებლობდნენ. ერთხელაც გაიგებენ რომ მათი ყველაზე რთული საქმე გახდება ყველაზე ადვილი. რათქმაუნდა მათ შეუძლიათ ებრძოლონ ბოროტმოქმედებას, მაგრამ მათი ვერანაირი ზებუნებრივი ძალები ვერ გადაწყვეტენ მათ ოჯახურ პრობლემებს.
|