|
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » uGly Or Amazing Celebrities
20:43 uGly Or Amazing Celebrities |
მუწუკები, დაუსრულებელი კომპლექსები და პრობლემები თანაკლასელებთან - ვის შეუძლია დაიტრაბახოს უღრუბლო ბავშვობით? არც ვარსკვლავი გოგონები არიან გამონაკლისები. სკოლის ასაკში ისინი საკუთარ ანარეკლს ვერ იტანდნენ სარკეში და მეგობრების შეძენას ვერ ახერხებდნენ. თუმცა წლების შემდეგ თავდაჯერებაც მოიპოვეს და საძაგელი იხვის ჭუკებიდან მშვენიერ გედებად იქცნენ.
ყურშა ბიონსე დიდი უკანალით
ბიონსე ყოველთვის გამოირჩეოდა მომრგვალებული ფორმებით. თუმცა სანამ ცნობილი გახდებოდა, ღმერთს ევედრებოდა, ცოტათი მაინც გამხდარიყო. განსაკუთრებით აღიზიანებდა საკუთარი თეძოები, დუნდულები და დიდი ყურები.
ციტატა: "ათი წლის პუტკუნა გოგო ვიყავი. თან ისე, რომ ჯინსის შეკვრაში მთელი ოჯახი მეხმარებოდა. ყველა მხრიდან მიჭერდნენ, თითქოს გასამგზავრებლად გამზადებული ჩემოდანი ვყოფილიყავი და ძლივს ვახერხებდი ავბედითი ელვის შეკვრას".
ვიქტორია ბექჰემის მუწუკები
ვიქტორია ბექჰემს კანის პრობლემები დღემდე აწუხებს, თუმცა უკვე ისწავლა მათთან ბრძოლა სპეციალური იაპონური დიეტის მეშვეობით, რომელშიც სოია შედის. სკოლის წლებში კი მოზარდობის მუწუკების დამალვა უფრო რთული იყო, ამიტომაც მომავალი ვარსკვლავი მარტოსული და ჩაკეტილი იყო. თანაკლასელები დაუნდობლად დასცინოდნენ: გაკვეთილების შემდეგ უცდიდნენ, რომ მისთვის ნაგავი მიეყარათ. ციტატა: "ეს მძიმე პერიოდი იყო. ჩემთან არავინ მეგობრობდა და არავის შეეძლო გამომსარჩლებოდა".
ნიკოლ კიდმანის ჭორფლი და სიგამხდრე
ნიკოლი ბავშვობიდან თავს ისეთად არ მიიჩნევდა, როგორადაც ყველა. სოციალურად აქტიური დედის თხოვნით, დასთან ერთად ხშირად ურიგებდა გამვლელებს ფურცლებს და სთავაზობდა, მორიგ მიტინგში მიეღოთ მონაწილეობა. მოუხერხებელი გოგონა, გრძელი ხელებითა და ფეხებით, ყოველთვის გაოგნებული რჩებოდა, თუ თავის საქმეებზე მიმავალი ერთი ადამიანი მაინც მიაქცევდა ყურადღებას. ციტატა: "ბავშვობაში უამრავი კომპლექსი მქონდა. მეტისმეტად მაღალი, გამხდარი ვიყავი, ფაიფურისფერი კანი მქონდა, რომელიც წამიერად იწვებოდა მზეზე და ჭორფლით იფარებოდა".
ლედი გაგას სიმსუქნე
არც ისე უღრუბლო იყო სტეფანი ჯერმანოტას მოზარდობაც. თანატოლები მომავალ ვარსკვლავს დასცინოდნენ და მის გარეგნობას აბუჩად იგდებდნენ. კომპლექსების გადალახვაში მომღერალს დაეხმარა მუსიკა და ის მკვეთრი სცენური სახე, რომლის მიღმაც ჯერ კიდევ სკოლის წლებში იმალებოდა. ციტატა: "სკოლაში გამუდმებით დამცინოდნენ. ძალიან დიდი ცხვირი მქონდა, მუქი ხვეული თმა და თანაც პუტკუნა გახლდით. ეს საკმარისი იყო, რომ თანაკლასელებს ჩემზე მთელი დღეები ეშაყირათ!"
უმა თურმანის აწოწილობა
სკოლაში ტარანტინოს მუზას არც ისე იოლი ცხოვრება ჰქონდა: ჯერ იყო და უცნაური სახელის გამო ესხმოდნენ თავს (უმა კარუნა მეტა უპეკხა მადიტა), მერე კიდევ თანაკლასელებზე ერთი თავით მაღალი გახლდათ. საცოდავი გოგონა მთელი ძალით ცდილობდა ცრემლების შეკავებას, როცა საწყენ მეტსახელებს ისმენდა: "კოშკი" და "იხვნისკარტა". ამას ისიც დაემატა, რომ 12 წლისას დედამ ცხვირის ფორმის შეცვლა ურჩია. ციტატა: "ამ კომპლექსებმა დიდხანს დამტანჯა. მოზარდობაში მძულდა საკუთარი სხეული. დღესაც კი, როდესაც მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, მიჭირს ამის დაჯერება".
ჯულია რობერტსის დიდი პირი
თანაკლასელების მხრიდან თავდასხმებს აღიარებული "ლამაზმანი" ჯულია რობერტსიც განიცდიდა. საწყენი მეტსახელი "ბაყაყი", რომელსაც დიდი პირისა და სქელშუშებიანი სათვალის გამო ეძახდნენ, მთელი ბავშვობა სდევდა თან. ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი ყოველდღე აცრემლებული ბრუნდებოდა სკოლიდან და თავის პრობლემებზე უფროს ძმას ერიკს უამბობდა. ციტატა: "ცხენის ღიმილი და კალიის ფეხები მქონდა".
დემი მურის სიელმე
თეძოებთან გაერთიანებული წელი, მოკაუჭებული ცხვირი და მოკუმული ტუჩები - ნორჩ დემეტრიას კომპლექსები ბლომად ჰქონდა. თუმცა ყველაზე მეტად თავის უბედურ თვალებს ვერ იტანდა. მშობლები უარს ამბობდნენ ქალიშვილის თანდაყოლილი სიელმის მკურნალობაზე, მათ ამისთვის არც ფული ჰქონდათ, არც დრო და არც სურვილი. მხოლოდ მაშინ, როცა სასოწარკვეთილებამდე მისულმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, დათანხმდნენ ოპერაციაზე. ციტატა: "ნამდვილი საძაგელი იხვის ჭუკი ვიყავი. გამუდმებით მდევდა განცდა, რომ არავინ ვარ, ცარიელი ადგილი".
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 897 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|