|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » უიტნი ჰიუსტონის საფლავი, შესაძლოა, გაძარცვონ...
18:25 უიტნი ჰიუსტონის საფლავი, შესაძლოა, გაძარცვონ... |
უიტნი ჰიუსტონის საფლავს გაძარცვა ემუქრება. მომღერალს საყვარელი სამკაულები - ბრილიანტის საყურეები და ძვირფასი ქვით შემკული გულსაბნევი ჩააყოლეს, რომელთა ღირებულებაც ნახევარ მლნ დოლარს შეადგენს. ფანებსა და ვანდალებს შორის ზღვარი ძალიან მცირეა: შესაძლოა, პოპ-ვარსკვლავის საფლავი წაბილწონ. Fairview-ს სასაფლაოს უსაფრთხოების სამსახური, სადაც უიტნი ჰიუსტონია დაკრძალული, იძულებული გახდა, მომღერლის საფლავთან 24-საათიანი შეიარაღებული გუშაგი დაეყენებინა. უიტნი ჰიუსტონს, რომელსაც სიცოცხლეში პოპულარობა ფილმმა "პირადი მცველი" მოუტანა, სიკვდილის შემდეგაც დაცვა ჭირდება, წერს პრესა. 48 წლის უიტნი ჰიუსტონი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" სააბაზანოში გარდაიცვალა. იგი ნიუ-ჯერსიში, მშობლიურ ქალაქ ნიუარკში დაკრძალეს. [b]
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 901 |
დაამატა: ViiKii
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|