უოლტ დისნეის კომპანია — ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი. თავად კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს უოლტ დისნეის სტუდიაში (ბერბენკი, კალიფორნია, აშშ). კომპანია ასევე შედის დოუ ჯონზის სამრეწველო ინდექსში.
|