2007 წლის 6 სექტემბერს შიშველი ჰაჯენსის ფოტოები ინტერნეტში აღმოჩნდა. მოგვიანებით გოგონას საჯაროდ ბოდიშის მოხდაც კი მოუხდა მათ გამო. კომპანია Disney Channel-ის წარმოადგენელმა კი თქვა, რომ მიუხედავად ამ სკანდალისა, კვლავ გააგრძელებდნენ მსახიობთან მუშაობას. მოგეხსენებათ, "დისნეი" საბავშვო არხია და კონტრაქტით მასთან მომუშავე მსახიობებს ეკრძალებათ ამორალურ და სკანდალურ ამბებში გახვევა. ვანესა ერთი პერიოდი იცავდა წესებს, 2009 წლის აგვისტოში კი მისი ახალი ფოტოები გამოჩნდა ქსელში - ამჯერად, მობილური ტელეფონით გადაღებული.
ერთ წელიწადში ვანესამ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან ნანობდა ფოტოსკანდალების გამო და გვარიანად იზარალა. "დღემდე უხერხულობას ვგრძნობ, როდესაც ის სიტუაცია მახსენდება. მაგრამ, ჩემი აზრით, პრესის დარტყმებმა უფრო გამაძლიერა. საწყენია ეს ყველაფერი, რადგან ფოტოები კერძო ჩვენებისთვის იყო განკუთვნილი", - აღნიშნა ვანესამ.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჯერ კიდევ 2007 წელს დაადასტურა ვანესამ გავრცელებული ჭორები და აღიარა, რომ მსახიობ ზაკ ეფრონს ხვდებოდა, რომელიც "მაგარი მიუზიკლის" გადაღებებზე გაიცნო. თუმცა 2010 წლის ბოლოს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
|