-ბიჭო რა გჭირს ტოო...ვეღარ გცნობ.. რა იყო სიყვარულმა დავიჯერო ასე დაგადებილა? -გიო გამანებე თავი რაა!! ეხლა შენი ნერვები არ მაქვს არ მინდა! არ მინდა ნათიაზე ლაპარაკი... -რა? მოიცა, მოიცა, შენ და ნათია ხომ არ დაშორდით ჰა? -არა სულელი ხომ არ ხარ... -ახლა მისმინე, ნათია გიყვარს? -შემეშვი რააა... -არა, არა მართლაა -ხო კაი... აბა როგორ გითხრა? მასთან უკვე 2 წელია ვარ და ვერ მივატოვებ... -სხვა შეგიყვარდა? -იცი გუშინ წვიმაში გარეთ გავედი და ვიღაც გოგო სეირნობდა, ცოტა შევაშინე, ალბათ რაღაცაზე ფიქრობდა... გრძელი და წვიმისგან დასველებული თმა, ნაზი და ნაცნობი ხმა ჰქონდა... -ვიღაცას სიყვარულის ისარი მოხვდა გულშიიი... სახეზე როგორი იყო? -არ ვიცი არ დამინახავს.. -ახლა რა უნდა ქნა? -არაფერი.. -იმ გოგოს არ დაუწყებ ძებნას? არ გაინტერესებს ვინ იყო? -კი, მაგრამ... სად ვეძებო.. რა სისულელეა.. კაი აბა მაგრად.. -მაგრად ძმაა და გრძნობებში გაერკვიე... აბა შენ იცი..*** ნატ როგორ ხარ გოგო? რატომ არ დამირეკე გუშინ? -რავიცი... -რა გჭირს? -არაფერი -ცუდათ ხარ? -არა უბრალოდ ცოტა მოვიწყინე -რატომ? -აუ, სალო არ ვიცი რა ხდება... იკა შეიცვალა....უკვე სამი დღეა რაც ვეღარ ვცნობ. გთხოვ გამიგე რა ხდება... ხომ იცი როგორ მიყვარს... :(:(:( -კაი, შევეცდები გაგიგო... -გიოს დაელაპარაე რა... იქნება იმან იცოდეს რა დაემართა იკას :( -როდის დაველაპარაკო? -თუნდაც ახლა... -კაი, მაშინ ახლა მე წავედი გიოსთან და შევეცდები გავიგო რა ხდება... -კაი..:( მადლობ სალო... -რისი მადლობ მეგობრები რისთვის ვართ... წავედიი პაკა... -პაკა :( ...................... -ვინ არის? -გიო მე ვარ სალომე.... -ააა... ხო, ხო შემოდი სალო... ჩემთან რამ მოგიყვანა? -ბიჭო იკას რა სჭირს? ნათიამ მითხრა სამი დღეა ვეღარ ვცნობო.. -სამი დღეე? ა ხო. ისე მეც შევამჩნიე რაღაცა, მაგრამ ვერ გეტყვი...-კაი რააა.. რატომ ვერ მეტყვი? -განა არ ვიცოდი, რომ შენ და ნათია დაქალები ხართ... წახვალ და ყველაფერს მოუყვები... -გიო ჩვენ დაქალები არ ვართ და ეს შენც კარგათ იცი... -ხო კაი კაი.. იცოდე ნათიას არ უთხრა თორემ დამკარგავ... -ჩუმად ვარ! -რამე არ გინდა? კოკა ან წყალი ან რავიცი რამე არ გინდა? -წყალი მომიტანე ოღონდ ცივი!! -ოკ.. დამელოდე მოვალ... აი გამომართვი.. -მადლობ:) -გოგო მემგონი ირაკლის ნათია აღარ უყვარს... -სხვა შეუყვარდა? -არ ვიცი. მეც არაფერს მეუბნება! -აუ რა ცუდია. ნათიამ ეს რომ გაიგოს გაგიჟდება. ალბათ თავს მოიკლავს... -ხოდა შენც არაფერი უთხრა, ვერაფერსაც ვერ გაიგებს და თავსაც აღარ მოიკლავს... -იკას ვინ შეუყვარდა ხომ ვერ მეტყვი? -აი მაგას უკვე ვეღარ გეტყვი, არ მკითხო რატომ, რატომ არ მკითხო? იმიტომ რომ ვერ გეტყვი, რატომ ვერ გეტყვი? უბრალოდ ეს მისი პირადულია...
*** იმ დღის შემდეგ, რაც ირაკლი იმ გოგონას შეხვდა საკუთარ თავში ჩაიკეტა და მარტოსული გახდა.. დაეძებდა იდუმალ გოგონას, რომელზეც არაფერი იცოდა, გარდა იმისა რომ, ის გახდა მისი ცხოვრების აზრი.. სალომ ირაკლის გულში დიდი ადგილი დაიკავა.. იგივეს განიცდიდა სალომეც...ორივე იტანჯებოდა და ფარული სიყვარულით!
*** ნათიას ყურამდე მიაღწია იმ ამბავმა, რომ ირაკლის იგი აღარ უყვარდა. ნათია კი იტანჯებოდა... შავი ღამეები თეთრად ექცა, მას ეგონა, რომ არასდოს არავინ შეუყვარდებოდა... *** გავიდა რამდენიმე თვე და დადგა ის დღე, როდესაც ირაკლი და მისი მეგობრები ამთავრებდნენ სკოლას... ამ დროს ნათია და ირაკლი დაშორებულები იყვნენ. ისინი ყოველგვარი ჩხუბის და ახსნა-განმარტების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან ორივენი ხვდებოდნენ, რომ მათ სიყვარულს მომავალი
|