10 ნოემბერს ნიუიორკში, Lexington Avenue Armory–ზე გაიმართა 2010 წლის – „Victoria`s Secret"–ის ჩვენება, რომლის ცერემონიაც, სიურპრიზად – Katy Perry–მ და Akon–მა გახსნა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ – „Victoria`s Secret"–ის მონაწილე, პლანეტის მომხიბვლელი ლამაზმანები, რომელთა შორისაც იყვნენ სუპერმოდელები: Adriana Lima, Rosie Huntington-Whiteley, Alessandra Ambrosio, Miranda Kerr–ი, Doutzen Kroes-ი, Marisa Miller-ი, Rosie Huntington-Whiteley, Candice Swanepoel-ი, Behati Prinsloo, Chanel Iman–ი, Erin Heatherton–ი, Lily Aldridge–ი, Karolina Kurkova და სხვანი. თვალი გადაავლეთ ფოტოებსა და პოსტის ბოლოს დართულ ვიდეოს. გვერწმუნეთ ისიამოვნებთ.
პროგრამის შოკისმომგვრელ მომენტად დაფიქსირდა, როცა ბრაზილიელმა სუპერმოდელმა – Adriana Lima–მ დემონსტრირება მოახდინა 2 მილიონ დოლარად შეფასებული, იტალიელი იუველირ–დიზაინერი – Damiani–ს მიერ, ბრილიანტებით, ტოპაზებითა და საფირონებით გაწყობილი ბიუსჰალტერის – „Fantasy Bra".
Adriana Lima 2 მილიონ დოლარად შეფასებულ ბიუსჰალტერში.