ცნობილი მსახიობისა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის ვილ სმიტის ქალიშვილმა უილოუ სმიტმა ცოტა ხნის წინ ჩაწერილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო. კლიპში "Whip My Hair" 9 წლის მომღერალი ყოველ ნახევარ წუთში ვარცხნილობას იცვლის, გაშლილ თმას საღებავში ავლებს და გარშემო ყველაფერს ღებავს
შეკითხვაზე, თუ რა აზრია ჩადებული სიმღერის ტექსტში, უილოუ სმიტმა განაცხადა, რომ ადამიანებმა უბრალოდ, თავიანთი ინდივიდუალურობა უნდა შეინარჩუნონ.
"საკუთარი თავის არ უნდა გვეშინოდეს, - აცხადებს გოგონა ერთ-ერთ ინტერვიუში, - ყოველთვის ის უნდა იყო, რაც ხარ".
უილოუ სმიტმა, რომელმაც რეპერ Jay-Z-ის კუთვნილ კომპანია "Roc Nation"-თან კონტრაქტი გააფორმა, პირველი სინგლი სექტემბერში გამოუშვა. მამის კვალდაკვალ გოგონა კინოშიც გადაიღეს: 2007 წელს გადაღებულ ფილმში, სახელწოდებით "მე - ლეგენდა", რომელშიც მთავარ როლს ვილ სმიტი ასრულებს, უილოუ ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს.