ამა წლის აპრილის თვეში კინომოყვარულნი შეძლებენ რეჟისორ – Francis Lawrence–ის მიერ გადაღებული ფილმი – „Water for Elephants"–ის ნახვას, რომლის ჟანრიც დრამადაა შეფასებული. ფილმში მონაწილეობას იღებენ შემდეგი მსახიობები: Reese Witherspoon–ი (Marlena Rosenbluth), Robert Pattinson–ი (Jacob Jankowski), Christoph Waltz–ი (August Rosenbluth), Hal Holbrook–ი (Jacob Jankowski (older)), Paul Schneider–ი (Charlie), Tim Guinee (Diamond Joe) და სხვანი.
ფილმში, რომელიც შექმნილია – Sara Gruen–ის ისტორიული რომანი – „Water for Elephants"–ის მიხედვით, ასახულია ცირკის ჯადოსნური სამყარო, სადაც მართლაც რომ ბევრ საინტერესო რაიმეს იხილავთ ცხოველთა შესახებ.
რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, იგი ამგვარია: სერიოზული ფინანსური კრიზისით დეპრესირებული Jacob–ი იმისთვის, რომ საარსებო წყარო ჰქონდეს, მოხეტიალე ცირკში ცხოველების მომვლელად იწყებს მუშაობას, სადაც მისი ყურადღების ცენტრში მომხიბვლელი Marlena ხვდება, ვინაც შოუს ბრწყინვალე ვარსკვლავი და ამავდროულად ცირკის მეპატრონის ცოლი გახლავთ. ჰოდა მოსალოდნელი სასიყვარულო სამკუთხედიც არ დააყოვნებს, რასაც ყველასათვის კარგად ნაცნობი ვნებათაღელვა, თუ განცდები ახლავს… თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დიდ ეკრანებზე იხილავთ, ხოლო მანამ, კი შესაძლებლობა გეძლევათ თვალი გადაავლოთ ფოტოკოლჟსა და პოსტის ბოლოს დართულ ვიდეომასალას, სადაც ფილმის ამსახველი სიუჟეტებია წარმოდგენილი.