წარმოგიდგენთ კეთილმოწყობილი და მომხიბვლელი რეზიდენციის ამსახველ ფოტოკოლაჟს, რომელიც მალაიზიაში, კერძოდ – Kuala Lumpur–ში მდებარეობას და იქ მცხოვრებთაგან ერთ–ერთი ოჯახის, 3000 კვ. მეტრზე განთავსებულ კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც მისი ორიგინალურობითა და ელეგენტურობით ერთ–ერთ სანიმუშო ქმნილებად მოიხსენიება.
ორიგინალური დიზაინის მქონე ნაგებობის შემადგენლობაში შედის: 2 სასტუმრო ოთახი, 9 საძინებელი, სასადილო, მისაღები, კაბინეტი, სტუმართათვის განკუთვნილი სივრცე, ბიბლიოთეკა, 21 სააბაზანო, სპორტული დარბაზი, სარდაფი, მარანი, ავტოფარეხები და მის შემოგარენში არსებული ეზო–გარემოს მომხიბვლელი ექსტერიერის შემადგენელი ულამაზესი საცურაო აუზი.
რეზიდენციის ავტორები გახლავთ: მალაიზიაში დაფუძნებული – YTL–დიზაინერული ჯგუფისა და Manku–დიზაინ გჯუფის წევრები: Patrick Jouin–ი, Sanjit Manku, Richard Perron–ი და Yann Brossier–ი (არქიტექტორი).