ამერიკულმა ჟურნალმა „Billboard", 2009 წლის შედეები გამოაქვეყნა, სადაც შემოქმედებითად ყველაზე წარმატებული შემსრულებლები არიან დასახელებულნი. მუსიკოსების სრული სიის ნახვა გამომცემლობის გვერდზეა შესაძლებელი
რეიტინგში პირველი ადგილი (წლის საუკეთესო არტისტი და საუკეთესო შემსრულებელი), 19 წლის ახალგაზრდა მომღერალს, ტეილორ სვიფტს ერგო. რეიტინგის ავტორები კომენტარში აღნიშნავენ, რომ მან „პრაქტიკულად ყველა რეკორდი დაამსხვრია, რომელიც კი არსებობდა" ყველა შემსრულებელზე მეტი ფირფიტა გაყიდა (მაიკლ ჯექსონის გამოკლებით).,
მეორე პოზიცია ბიონსემ დაიკავა. გამომცემლობის აზრით, მისი სინგლი „Single Ladies" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, ასევე შეიძლება ითქვას მასზე გადაღებულ ვიდეორგოლზეც... და იქვე გვახსენებენ, რომ ალბომი „I Am... Sasha Fierce" „Billboard 200"-ის ჩარტებში წელიწადზე მეტხანს იყო.
საუკეთესო სამეული კი, პოპ-მომღრლმა Lady GaGa დააგვირგვინა. საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად რეპერი კენი ვესტი დასახელდა, რომელმაც სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ბრიტნი სპირსი (მე-7-ე ადგილი); პინკი (მე-10-ე ადგილი); ლილ ალეინი და სხვები.
|