|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 2 » ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე რენტაბელური ქალი მსახიობების სია გამოაქვეყნა
19:38 ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე რენტაბელური ქალი მსახიობების სია გამოაქვეყნა |
ჟურნალმა Fobes-მა ყველაზე რენტაბელური ქალების სია გამოაქვეყნა. სპეციალისტებმა აარჩიეს ქალები, რომლებმაც არანაკლებ სამ ფილმში მაინც ითამაშეს გასული სამი წლის მანძილზე. პირველ ადგილზე ენ ჰეტეუეია. მისთვის ყველაზე წარმატებული ფილმი ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” აღმოჩნდა. ფილმებს მისი მონაწილეობით, არანაკლებ 63 მილიონი დოლარი აქვთ შემოსავალი. მეორე ადგილზე ქეით ბლანშეტია. მისი მონაწილეობით ფილმების შემოსავალი 26 მილიონ დოლარს შეადგენს. მსახიობისთვის ბოლო წლებში წარმატებული პროექტებია: ”ბენჟამენ ბატონის იდუმალი საქმე” და ”რობინ ჰუდი”. მესამე და მეოთხე ადგილები ჯენიფერ ანისტონმა და მერილ სტრიპმა დაიკავეს. მათი მონაწილეობით ფილმებს შემოსავალი საშუალოდ 20 მილიონი აქვთ. მეხუთე ადგილზე სარა ჯესიკა პარკერია. საშუალო შემოსავალი - 16 მილიონი დოლარი. მისთვის ყველაზე წარმატებული პროექტია ”სექსი დიდ ქალაქში”.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 850 |
დაამატა: StarShine
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|