ჟურნალმა Vogue ბოლო ათწეულის ყველაზე მოდურ ქალბატონად ბრიტანელი სუპერმოდელი კეიტ მოსი დაასახელა. "კეიტმა თანამედროვე ქალებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა", - განაცხადა Vogue-ის მოდის განყოფილების დირექტორმა ალექსანდრა კოტურმა. 36 წლის ინგლისელი ქალბატონი არა მხოლოდ სამოდელო საქმიანობით, არამედ დიზაინით, მუსიკით, კულინარიით, საიუველირო და პარფიუმერული ბიზნესითაც არის დაკავებული, - წერს "The Daily Express".
კეიტ მოსის გარდა, ბოჰემური სტილის ხატად ჟურნალმა მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი დაასახელა, აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა დამოუკიდებლობისთვის შეაქო, მსახიობ ჯესიკა ბილს კი ამერიკული სილამაზის განსახიერება უწოდა.


Pm (
სულ: 756
თვის განმავლობაში: 0
საიტის ადმინი: 4
სერვერის ადმინი: 3
მოდერები: 8
მომხმარებელი: 0
მნახველი: 737
ქალი: 653