|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25
ლოს–ანჟელესში დაფუძნებულმა სტუდია – bittonidesignstudio–მ სულ ახლახანს განახორციელა პროექტი – The evansHOUSE–ი, რომელიც ლოს–ანჟელესის მახლობლად, კერძოდ – Crestwood Hills–ში მდებარეობს და მართლაც რომ ძალზედ მომხიბვლელსა და კომფორტულ, ზღვის სანაპიროსთან მდებარე საცხოვრებელს წარმოადგენს.
|
ესპანური ჟურნალი – Vanity Fair–ის სექტემბრის ნომრის ფურცლებზე, ფოტოგრაფმა – Rankin–მა მშვენიერი სუპერმოდელი – Eva Herzigova აღბეჭდა, ხოლო ამ ფრიად მომხიბვლელი ფოტოსესიის სტლილისტი კი – Jennifer Bauser–ი გახლავთ.
|
Michael Tighe ნიუიორკელი ფოტოგრაფია, რომელიც Philippe Halsman–სა და Arnold Newman–თან შეისწავლიდა ფოტოგრაფირებას. პროფესიონალური კარიერა ფოტოგრაფმა 18 წლის ასაკში დაიწყო და 1991 წელს ლოს–ანჟელესში გადავიდა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კინოსა და ტელე–მსახიობის ამპლუაშიც კი იმოღვაწევა. ამჟამად – Michael Tighe–ს მომხმარებელთა რიცხვს განეკუთვნებიან: GQ, Harper’s Bazaar–ი, Vogue, Esquire–ი, Premiere–ი, Newsweek–ი, Time–ი და სხვანი.
|
გთავაზობთ გრემის ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელი პოპ მომღერალის და სიმღერების ტექსტების ავტორის კაილი ენ მინოუგის (Kylie Minogue) ფოტოსესიას. მინოუგს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული…
|
მონაკოს საზაფხულო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, მონტე–კარლო–ბეიზე, კერძოდ – Sea Launge–ში შედგა გრანდიოზული საღამო, სადაც ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ბრენდი – Starchild–ის საცურაო და ზღვის სანაპიროს ანსამბლთა კოლექცია. გთავაზობთ ცერემონიის მსვლელობისას გადაღებულ ფოტოკოლაჟს:
|
2002 წლიდან Robert B. Haas–ი ძირითადათ აეროფოტოებს იღებს, რომელიც ცდილობს ფირზე აღბეჭდოს დედამიწის ყველაზე მხატვრული და მშვენიერი ადგილები. „Eyes of Vikings"–ი მესამე წიგნია მისი კოლექციიდან. Haas–ის მიერ გადაღებული ფოტოები ძირითადათ პოლარული წრის რეგიონებშია გადაღებული – ჩრდილოეთ კანადაში, ალასკაზე, გრენლანდიაში, ისლანდიაში, შვეციაში და ფინეთში. ამ ქვეყნებს იგი სამი წელი უღებდა ფოტოებს. მის წიგნში შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ საფრთხის შესახებ რაც ამ რეგიონებს უკავშირდება. სილამაზე, ის მშვენიერი ბუნება, რომელიც ნამდვილად გაფრთხილების ღირსია საფრთხის წინაშე დგას. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით მას, შედეგს მთელი პლანეტა იგრძნობს… აიზბერგი და ნანგრევები. ალასკა.
|
ბერმუდის კუნძულებს ქარიშხალი – „Igor"–ი დაატყდა თავს. 5 მეტრის სიმაღლის ბობოქარმა ტალღებმა ხომალდები კლდეებს შეახეთქა, ან ზოგი მათგანი სანაპიროზე გამორიყა. დანგრეულია კუნძულებს შორის არსებული დამაკავშირებელი ხიდები, განადგურებული და ხეებით ჩახერგილია გზები. სტიქიის შედეგად 50 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
|
კუნძულ Palawan–ზე, რომელიც ფილიპინების სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობს, ცხოვრობს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელიც აწარმოებს იშვიათი სახეობის ძვირფასეულობას – ოქროს მარგალიტს. ნატურალურ, ნაზ მარგალიტს მიაკუთვნებენ სამეფო სამკაულს. ხამანწკას სჭირდება 5 წელი, რომ აწარმოონ ერთი ესეთი მარგალიტი, ყოველივე ამის შემდეგ არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ პატარა შერყევამ შეიძლება გაანადგუროს იგი…
|
ფოტოგრაფმა – Marc de Groot–მა ფირზე აღბეჭდა 17 წლის, მომხიბვლელი ნიდერლანდელი მოდელი – Bregje Heinen–ი, ვისი ხილვაც 2010 წლის, სექტემბრის ნომრის ჟურნალ – Glamour Netherlands–შია შესაძლებელი. ფოტოსესიის სტილისტი კი – Marije Goekoop–ი გახლავთ.
|
გთავაზობთ ნიუ–იორკის მოდის კვირეულზე, ტოპ – დიზაინერების მიერ წარმოდგენილ ყველაზე უცნაურ და ექსცენტრულ სამოსთა ფოტოებს…
|
გთავაზობთ ფოტოგრაფ Eddie Nurcombe–ს მიერ გადაღებულ მწერების ფოტოებს, რომელშიც ისე კარგად ჩანს მწერების სახეები, რომ მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი…
|
პარიზის ავტოსალონზე, რომელიც სტარტს 30 სექტემბრისთვის აიღებს, – Citroen–ს დაგეგმილი აქვს წარმოადგინოს საკუთარი ახალი კონცეპტი – Citroen Lacoste. სიახლე 3 ცილინდრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, სიგრძით სულ რაღაც 3,45 მ–ი, სიგანით 1,8 მ–ი, ხოლო სიმაღლით კი 1,52 მ–ია. როგორც ავტომწარმოებლები განმარტავენ, კონცეპტი არაჩვეულებრივი სიმძლავრის მატარებელია, გათვალისწინებით მისი წონისა და ზომისა.
|
|
|
|
|