|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23
2008 წლის ანიმაციური კომედიის გაგრძელება მაიმუნების კოსმიურ თავგადასავლებზე. ამ ჯერად მაიმუნების გუნდს, რომელიც შედგება ჰემისგან, მთვარისგან და ტიტანისგან შეუერთდება ახალბედა კომეტი, რომელიც ოცნებობს გახდეს ნამდვილი კოსმიური შიმპანზე. ის მიემგზავრება პლანეტა მანგორზე, სადაც იცნობს უცხოპლანეტელ კილოვატს. როდესაც ბოროტმოქმედი ზარტოგი სცდილობს ძალაუფება ხელში ჩაიგდოს, კომეტს შანსი ეძლევა თავი გამოავლინოს, რათქმა უნდა ახალი მეგობრების დახმარებით.
|
კაცობრიობა დგას დიდი მოვლენის წინ! სამი მაიმუნი–ავსტრონავტისგან შემდგარი უნიკალური გუნდი უნდა გაემგზავროს გალაქტიკაში სამოგზაუროდ. ლიუსი – ტიპიური ხუთოსანია, რაციონალური და ყოველთვის აქვს პასუხები ყველა კითხვაზე. ტიტანი – ტიპიური "სუპერ გმირია" – კუნთების გროვა და დიდი ეგო. და ხემი – პირველი მაიმუნი–ასტრონავტის შვილიშვილი, რომელიც ოცნებობს ცირკში მუშაობაზე. ნრქ (ნაციონალური რაკეტურლი ქვედანაყოფი) მოამზადებს მათ სახიფათო ფრენისთვის საიდუმლო პლანეტა ვაზუზე, სადაც ბინადრობენ არაჩვეულებრივი და უცნაური ცხოველები, მათი მეფის მეთაურობით. ზუსტად მისი ბრძანებით გაიტაცებენ ტიტანს და მაიმუნების კოსმიურ ხომალდს, და ახლა, ხემს და ლიუსის მოუწევთ ერთად მუშაობის სწავლა იმისათვის, რომ გადაარჩინონ მეგობარი და დაბრუნდნენ სახლში. მაგრამ ისინი აზრზეც კი არ არინა, რა თავგადასავლები ელით წინ!
|
|
|
|
|