აშშ-ში ორიგინალური კინოჩვენება ჩატარდა ფილმისა 'ცოცხლად დამარხული'(2010), რომელსაც მხოლოდ ოთხი ადამიანი დაესწრო. ეს ადამიანები ერთ-ერთი რეკლამის აქციის გამარჯვებულები გახდნენ. მათ თვალები აუხვიეს, ტეხასის შტატში წაიყვანეს და კუბოებში მოათავსეს, სადაც თხევადკრისტალური ეკრანები იყო ჩამონტაჟებული. მთელი 94 წუთი ისინი ისეთივე პირობებში იყვნენ, როგორშიც მთავარი გმირი. ფილმის სიუჟეტი სატვირთო მანქანის მძღოლზეა, რომელიც გონის დაკარგვის შემდეგ იღვიძებს კუბოში. მას მხოლოდ გამორთული მობილური და სანთებელა აქვს. გმირი ცდილობს ამოვიდეს კუბოდან, სანამ ჟანგბადი გათავდება. მძღოლს ცნობილი მსახიობი რაიან რეინოლდსი თამაშობს.
|