გაქირავების ლიდერი ამ კვირაში ბენ აფლეკის ფილმი ''ქურდების ქალაქი'' გახდა, რომელმაც 23.8 მილიონი დოლარი მოაგროვა. მეორე ადგილზე ფილმი ''თავქარიანი'', რომელმაც 18.2 მილიონი დოლარი მიიღო. მესამე ადგილი ფილმმა ''ეშმაკი'' დაიკავა. მეოთხე ადგილზეა ''ბოროტების სავანე 4'', რომელიც გასული კვირის ლიდერი იყო. მეხუთეზეა ანიმაციური ფილმი ''ალფა და ომეგა: ეშვიანი საძმო''. მეექვსე ადგილი - ''მძარცველები''. მეშვიდე ადგილი ფილმმა ''ამერიკელი'' დაიკავა. მერვე ადგილზეა ''დასაწყისი'', მეცხრეზე - ''სხვა ბიჭები'', ხოლო მეათე ადგილი კი დაიკავა ფილმმა ''ჭამე, ილოცე, შეიყვარე''.