რეჟისორ – Joseph Kosinski და Disney–ს სტუდია შესანიშნავ ახალ ისტორიას უმზადებს მაყურებელს, რომლის სახელწოდებაცაა – „Tron Legacy". ფილმში მონაწილეობენ: ოსკაროსანი – Jeff Bridges–ი, Garrett Hedlund–ი, Bruce Boxleitner–ი, Michael Sheen–ი, Olivia Wilde–ი, Beau Garrett–ი და სხვა.
Kevin Flynn–ის შვილი, 27 წლის – Sam Flynn–ი, რომელიც ტექნოლოგიურ გენიადაა აღიარებული, მამამისის იდუმალებით მოსილ საქმის კვლევისას, ვირტუალურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც არსებობასა და გადარჩენასთან დაკავშირებული თამაშებია. ეს ის სამყაროა, სადაც მამამისი უკვე 25 წელია იმყოფება. იდუმალ თანმხლებ ქალბატონთან ერთად, მამა–შვილი მიემართება სასიკვდილოდ სახიფათო, წარმოსახვით კიბერ–სამყაროს მოგზაურობაში…
როგორც გვპირდებიან, ფილმი დიდ ეკრანებზე გამოვა 2010 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ხოლო მანამდე კი ფოტოებსა და ვიდეოს შემოგთავაზებთ.