კუნძულ Palawan–ზე, რომელიც ფილიპინების სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობს, ცხოვრობს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელიც აწარმოებს იშვიათი სახეობის ძვირფასეულობას – ოქროს მარგალიტს. ნატურალურ, ნაზ მარგალიტს მიაკუთვნებენ სამეფო სამკაულს. ხამანწკას სჭირდება 5 წელი, რომ აწარმოონ ერთი ესეთი მარგალიტი, ყოველივე ამის შემდეგ არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ პატარა შერყევამ შეიძლება გაანადგუროს იგი…
ჟაკ ბრანელი.
პატარა ძრავიანი ნავი მანევრებს თოკებს შუა, რომელიც გაჭიმულია უზარმაზარ ტერიტორიაზე. ისინი გამოიყენება ოქროს მარგალიტის წარმოებისთვის. დადგა მარგალიტის შეგროვების სეზონი. კუნძულზე წყალი დაცულია ძლიერი დინებისგან. თავდაპირველად ხამანწკას 2 წელი ინკუბატორში ამყოფებენ, შემდეგ 3 წელი 15 მეტრ სიღრმეზე, ზღვაში, თბილ წყალში უშვებენ.
ჟაკ ბრანელი 1979 წლიდან ამ ფერმის თანადამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ, რომელიც ძალიან განიცდის თავის ქონებაზე. მან ჯერ კიდევ ყველაფრის შეთვალიერება საკუთარი ვერტმფრენიდან დაიწყო. მას არცერთი დეტალი არ გამოპარვია. ის ყოველთვის ვარდისფერ პერანგსა და ქუდში გამოწყობილი სიამოვნებით ათვალიერებს ფერმას და აკონტროლებს თითოეულ დეტალს.
მარგალიტის გაზრდა ყველაზე რთული პროცესია, გვიხსნის ჟაკი. ნებისმიერი ტემპეტრატურის და წყლის მიმართულიბის შეცვლამ შეიძლება იმოქმედოს ხამანწკაზე. ყველაფერს რასაც გრძნობს ხამანწკა იმოქმედებს მარგალიტზე და შესაძლებელია მარგალიტის ხარისხი გაფუჭდეს. ჟაკი 38 წელია რაც მარგალიტის გამოზრდითაა დაკავებული, მაგრამ დღემდე სწავლობს, ყოველ დღე იგებს რაღაც ახალს. ოქროს მარგალიტის მოპოვება საკმაოდ რთული ამოცანაა. ამ საქმეში, რომ წარმატებას მიაღწიო ამისათვის გრძელი გზის გავლაა საჭირო.
ხამანწკების წყალში ჩაშვების შემდეგ, მას პერიოდულად იღებენ წყლიდან, აბრუნებენ, რომ მარგალიტი იდეალურად მრგვალი ფორმის იყოს, ასევე ატარებენ რენტგენზე, რათა შეამოწმონ, რომ მარგალიტები არაა დაზიანებული.
ამ პროცესში ყველაზე რთული იყო გაზრდა ისეთი იშვიათი ხამანწკების, როგორიცაა Pinctada Maxima. 15 წელი სწავლული – ბიოლოგები ცდილობდნენ იშვიათი ჯიშის ხამანწკების გამოყვანას. დღეს ჟაკის კომპანია ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ფლობს ოქროს მარგალიტის წარმოების საიდუმლოებას.
მარგალიტის შეგროვების სეზონზე მყვინთავებს ამოაქვთ წყლიდან მოსავლის პირველი ნაწილი. მათ მოაქვთ ხამანწკებით სავსე კალათები. მიუხედავათ იმისა, რომ მოსავლის აღებამდე ამდენი წელია საჭირო არ არის იმის გარანტია, რომ მარგალიტი იქნება კარგი ხარისხის.
რამოდენიმე საათის შემდეგ უკვე სახელოსნოში, ჟაკი აფასებს პირველი მოსავლის ხარისხს. ყველა მარგალიტი შეიძლება არ იყოს ოქროსფერი ფერის, ზოგიერთი თეთრი ან შამპანიურის ფერისაა. ჟაკის ფერმაში წარმოებული 700 ათასი მარგალიტისგან 75 პროცენტი მაღალი ხარისხისაა. ჟაკის კომპანიაში დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობს. ფილიპინებში გახსნილია 12 მაღაზია, სადაც გასაყიდათ მოთავსებულია ჟაკის ფერმაში წარმოებული მარგალიტები.
ჟაკი ამტკიცებს, რომ იგი არ იღწვის და არ ეძებს სიმდიდრეს, ვინაიდან მან ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც სურდა. იგი საკუთარი კუნძულის, სახლების, ვერტმფრენისა და წარმატებული ბიზნესის მფლობელია. იგი ფილიპინელთა საყვარელი ადამიანია, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად.
ოქროს მარგალიტით გაფორმებული სამკაულები.
დიზაინერი ხატავს ახალ მოდელებს, რომელიც გაფორმდება ოქროს მარგალიტებით.
სამი სახეობის ხამანწკები: თეთრი, ოქროსფერი და შავი.
ფოტო გადაღებულია ვერტმფრენიდან. ფოტოზე ასახულია კუნძულის ნაწილი, რომელზეც განთავსებულია ფერმა.
ოქროს მარგალიტები.
ერთი ცალი ოქროს მარგალიტის ფასი იწყება 500 ევროდან.
ხუთი წლის ლოდინის შემდეგ მარგალიტს ნელა იღებენ ხამანწკებიდან. სულ რამოდენიმე იაპონელმა იცის მათი სწორი ამოღება ხამანწკიდან.
მარგალიტის ფერმა.
ჟაკი ჩაფრინდა თავისი ვერტმფრენით მარგალიტის ფერმაში.
ამ დაფაზე აღნიშნულია თუ როგორაა განთავსებული თითოეული გისოსი წყალში, რომელშიც ხამანწკები მდებარეობენ.
ბიოლოგი დორის დომინგო, მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებს ოქროს მარგალიტს.
ხამანწკები გადააქვთ ახალ, სუფთა გისოსებში.
ხამანწკები გადააქვთ ვერტმფრენით მეზობელ ფერმაში.
მუშა ასრულებს თავის ყოველდღიურ სამუშაოს – ასუფთავებს დაბინძურებულ თოკებსა და გისოსებს.
დაცვა.
მყვინთავები ამოწმებენ ხამანწკების მდებარეობას.
მოსავლის აღების პროცესი.
მათ გახსნამდე კარგად რეცხავენ.
ჟაკი თვალყურს ადევნებს მოსავლის აღების პროცესს.
თავად ხამანწკებს, გახსნის შემდეგ კარგად ასუფთავებენ და რესტორნებში აბარებენ.