მოგეხსენებათ, რომ გინესის რეკორდების წიგნი ეს ის პუბლიკაციაა, სადაც მსოფლიოს ყველა რეკორდული კოლექციაა თავმოყრილი, რომელშიც როგორც ადამიანთა მიღწევები და უცნაურობანი, ასევე ბუნებრივი სამყაროს უჩვეულო მოვლენებია შეტანილი. ამჯერად კი გვსურს შემოგთავაზოთ ფოტოკოლაჟი, სადაც გინესის წიგნში შემავალი ესა თუ ის უჩვეულობანია დაფიქსირებული:
Guinness World Records.
კანადელმა – აარონ კაისიმ კოვზების ყველაზე დიდი რაოდენობა (17 კოვზი) მიიზიდა და გაიჩერა სახეზე.
ამერიკელმა – ჯენეტ ესტევესმა, რომელიც 1960 წლიდან აგროვებს „მიკი მაუსის" ფიგურებს, 2760 ფიგურას მოუყარა თავი.
ჯონ კესედიმ ბუშტებისგან ყველაზე დიდი ქანდაკება შექმნა.
თურქი ეროვნების – მახმეტ ოზიურეკას მსოფლიოში ყველაზე დიდი (8,8 სმ–ის) ზომის ცხვირი აღმოაჩნდა.
ტეხასელი ძაღლი – „პუგი"–ს ენა ძაღლების ენებს შორის ყველაზე გრძელია. მისი სიგრძეა – 11,43 სმ–ი.
სიმონ ელმორმა პირის ღრუში 400 საწრუპავი მილი განითავსა – 10 წამში.
ინგლისელი – სთივენ პარკერი, რომელიც ბავშვობიდან აგროვებს „სმერფებს", უკვე 1061 ფიგურის მფლობელია.
დიდი ბრიტანეთის, კერძოდ დექსტერის ბინადარი ჯუჯა ძროხა, რომლის ზომაც 85 სმ–ია.
მსოფლიოში არსებული ყველაზე მძიმე ლიმუზინი – "Midnight Rider”–ი, რომლის წონაც 22 933 კგ–ი, ხოლო სიგრძე კი 21,3 მეტრია. მისი მეპატრონე აშშ–ში ცხოვრობს.
ინგლისის ბინადარი ლაბრადორი – „ტაბი", რომელმაც 6 წლის მანძილზე 26 000 პოლიეთილენის მასალისგან შექმნილი ბოთლი მოაგროვა.
ჩინელი ქალბატონი – Xie Qiuping–ი, ვინაც მსოფლიოში ყველაზე გრძელ თმას ატარებს, რომლის სიგრძეც 5 მეტრი და 627 სმ–ია.
ჩინელმა – Zhang Zhenghui–მ მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძიმე წონის ფეხსაცმელებში მოახერხა გადაადგილება (და არა მხოლოდ გადაადგილება, გასეირნებაც კი), რომელთა წონაც 122 კგ–სა და 8 გრ–ს აღწევს.