გუშინ ლოს–ანჟელესის – Nokia Theatre–ში გაიმართა – MTV Video Music Awards–ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ტრიუმფატორი – Lady Gaga გახდა, ვინაც 13 ნომინაციიდან 8 დაისაკუთრა, რომელთა რიცხვშიცაა: „წლის საუკეთესო ვიდეო" (კლიპი – „Bad Romance"–ი), „წლის საუკეთესო პოპ–ვიდეო", „შემსრულებლის საუკეთესო ვიდეო", „საუკეთესო თანამშრომლობა" ( კლიპი – „Telephone"–ისთვის , რომელიც – Beyonce–სთან ერთად განხორციელდა), „საუკეთესო საცეკვაო ხასიათის ვიდეო", „საუკეთესო ქორეოგრაფია", „საუკეთესო რეჟისურა" და „საუკეთესო მონტაჟი".
Lady Gaga–მ არა მხოლოდ ხელოვნების განხრით, არამედ ჩაცმულობის სტილითა და სამოსითაც მოახდინა ფურორი. ცერემონიის მსვლელობისას იგი სხვადასხვა სამოსით 3–ჯერ მოევლინა სცენას, თუმცა ყველაზე დიდი მოწონება „Meat Dress"-მა (კაბა, რომელიც დაბეგვილი ხორცის ნაჭრების ფაქტურით იყო შექმნილი) დაიმსახურა.
მამაკაცთაგან კი – Eminem–ი დასახელდა გამარჯვებულად, ვინაც „შემსრულებლის საუკეთესო ვიდეო" და „წლის საუკეთესო ჰიპ–ჰოპ ვიდეო" („Not Afraid"–ისთვის) დაიმსახურა.
„საუკეთესო ჰიპ–ჰოპ ვიდეო"