ცნობილმა მსახიობმა გადაწყვიტა თეატრს დაუბრუნდეს. თავისი გადაწყვეტილება მან არ ახსნა. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, თუ როგორი პოპულარული იყო სპექტაკლები მისი მონაწილეობით 10 წლის წინ, ახსნა აღარაა საჭირო. ამ ხნის მანძილზე ნიკოლი დაკავებული იყო ოჯახური საქმეებით - გაშორდა ქმარს, კვლავ გათხოვდა, გააჩინა შვილი, ახლა კი დროა თავის კარიერას მიხედოს. შემდეგ წელს მსახიობის მონაწილეობით გავა თენეს უილიამსის სპექტაკლი 'ტკბილხმიანი ახალგაზრდობის ჩიტი', სადაც ნიკოლი კინოვარსკვლავ ალექსანდრა დელ ლაგოს როლს შეასრულებს.
|