27 აგვისტოს დააკავეს ჰილთონის სასტუმროების მფლობელის მემკვიდრე ცნობილი მსახიობი პერის ჰილთონი. მის მანქანაში მარიხუანას სუნი იდგა, ასევე პოლიციამ მსახიობს 0.8 გრამი კოკაინიც უპოვა. პერისმა დანაშაული აღიარა, რითაც მან თავიდან მკაცრი სასჯელი აიცილა. მსახიობს მხოლოდ ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს, ამ ხნის მანძილზე მან სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გაიაროს მკურნალობა. ასევე პერისს 2000 დოლარიანი ჯარიმა დააკისრეს და 200 საათიანი სოციალური სამუშაო.
|