ჰოლანდიელმა რეჟისორმა ინეკე სმიტსმა მიუზიკლი ”ყაზბეგელი მფრინავი”, რომლის პრემიერაც როტერდამის კინოფესტივალზე შედგა, საქართველოში ჩამოიტანა. ფილმი კუნძულ ტექსელზე ქართველების აჯანყებაზე მოგვითხრობს, ასევე ჰოლანდიელ გოგონაზე, რომელსაც ქართველი ჯარისკაცი უყვარდება. საათნახევრიან მიუზიკლში ქართული სიმღერები ჭარბობს. რეჟისორი თბილისში ქრთული პრემიერისთვისაა ჩამოსული, რომელიც 6 ოქტომბერს კინოთეატრში გაიმართება.