ჰოლივუდში თამარ მეფის მართვის პერიოდზე ისტორიულ ფილმს გადაიღებენ, სადაც შესაძლებელია მამაკაცის მთავარი როლი ბრედ პიტმა შეასრულოს. როლებზე ჯერ სხვა მსახიობები არ წარუდგენიათ. ფილმი მოგვითხრობს თამარ მეფეზე და საქართველოს იმდროინდელ კავშირებზე მუსლიმანურ სამყაროსთან. თამარის მეორე ქმარი დავით სოსლანი, ხომ ოსი უფლისწული იყო. ამბობენ, რომ ფილმისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია.