საქართველოს მოდის კვირეული, რომელიც ექსპო- ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართა, 4 დღე გრძელდებოდა (26 – 29 მარტი). ეს იყო ოფიციალური გახსნა ქართველ, ესპანელ და ფრანგ დიზაინერთა 2010 გაზაფხული–ზაფხულის haute couture და 2010-2011 შემოდგომა- ზამთრის prêt-a-porter ჩვენებების, ასევე სტუმრების გასართობად იყო კულტურული ღონისძიებები და after party…
ოთხ დღიანი მოდის კვირეული გაიხსნა დიზაინერის ირაკლი ნასიძის შემოდგომა–ზამთრის კოლექციის ჩვენებით.
მოდელი გამოწყობილია ესპანელი დიზაინერის Agatha Ruiz de la Prada–ს შექმნილ სამოსში.
მოდის კვირეულის დახურვის დღეს დაგეგმილი იყო გრანდიოზული დახურვის ცერემონიალი.
მოდის კვირეულში მონაწილეობა მიიღო 21 დიზაინერმა და მოდის სახლმა.
მოდელებს მაკიაჟს უკეთებენ, დიზაინერის ავთანდილის ჩვენების დაწყების წინ.
მოდელები დემონსტრაციას უკეთებენ ქართველი დიზაინერის თათა ვარდანაშვილის კოლექციას.
ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი "Fashion Group”–ია.
მამაკაცის სამოსის კოლექცია, რომელიც შექმნილია ქართველი დიზაინერის ბიჭოლას მიერ.
მოდელი დემონსტრაციას უკეთებს ქართველი დიზაინერის, ბიჭოლას მიერ შექმნილ კოლექციას.
მოდელი დემონსტრაციას უკეთებს ფრანგული კომპანიის On Aura Tout Vu–ს ქმნილებას.