23 წლის ამერიკელმა მსახიობმა, მომღერალმა და მოცეკვავემ – Zac Efron–მა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის სექტემბერ/ოქტომბრის ნომრის ჟურნალ – „Wonderland"–ისთვის განხორციელებულ ფოტოსესიაში, სადაც მას 50–ანი წლების მსახიობის როლის განსახიერება ხვდა წილად.
Zac Efron–მა ასევე ინტერვიუც მისცა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ მისი და მისი პარტნიორის, ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, 21 წლის – Vanessa Hudgens–ის (ან სხვაგვარად – Vanessa Anne Hudgens–ის) მყარ ურთიერთობებზე (მათ ერთმანეთი 2005 წელს ფილმ – „High School Musical"–ის გადაღებებზე გაიცნეს და მას შემდგემ ერთად არიან) და სთხოვეს Zac–ს პუბლიკისთვის გაენდო საიდუმლო, რომლითაც ბედნიერი პირადი ცხოვრებისკენ იკაფავდა გზას, რაზეც Zac–ის პასუხი ამგვარი იყო: „ამ ასაკში სუსტი სქესის წარმომადგენელთ რაღაც დრამის მაგვარი ეწყებათ, რაც მკვეთრად გამოიხატება მათ ხასიათში, მაგრამ მთავარია კარგი მხრიდან აღიქვა ყოველივე და მათ მშვენიერებასა და ხიბლს სცე სათანადო პატივი, ყოველთვის უნდა შეგეძლოს უკუაგდო ყოველივე ნეგატიური და ეთაყვანო მხოლოდ პოზიტივს".
Zac–მა ასევე ისაუბრა კინოს შესახებაც და დასძინა, თუ რაოდენ მოხარულია სხვადასხვა ხასიათის როლის განსახიერებისას, რომ იგი ძალზედ ბედნიერია და მისთვის ფრიად საინტერესოა ამგვარი სტილის ცხოვრებისეული წესი.