|
მთავარი » დიზაინი
Casa Finisterra – ეს
გახლავთ მექსიკაში, კერძოდ – Cabos San Lucas –ში არსებული, იდეალური
საცხოვრებელი, რომელიც კლდოვანი ფერდობიდან ოკეანეს გადასქერის და რომლის
პროექტიც – Steven Harris Architects, ხოლო დიზაინი – Rees Roberts
ეკუთვნის.
|
დიზაინერულმა ბიურო –
CreativeDNAaustria–ს დიზაინერებმა, ისრგებლეს რა, თითქმის
ნახევარსაუკუნიანი კონცეპტით, შექმნეს ახალი ნოუთბუქი – Valentine
Notebook–ი.
|
Marion Bolognesi
ნიდერლანდებში, პატარა კუნძულ – Bonaire–ზე დაიბადა. მხატვრის განათლება
მან მასაჩუსეტსის ხელოვნების სკოლაში მიიღო, რის შემდგომაც იგი 4 წელი
დიზაინის ხელოვნებასაც შეისწავლიდა ნიუიორკში. ამჟამად მხატვარ–დიზაინერი
– Marion Bolognesi ბრუკლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამჯერად, კი
წარმოგიდგენთ ნიჭიერი შემოქმედის მიერ აკვარელში შესრულებულ ნამუშევართა
ფოტოკოლაჟს, სადაც გარდა უჩვეულო სტილისა, სილამაზე და ემოციაა აღბეჭდილი:
|
ესპანელმა დიზაინერმა – Elia Felices–მა განახორციელა პროექტი, რომელიც ბარსელონაში, კერძოდ – Mataróში არსებულ, სათამაშოების მაღაზიია – Pilar’s Story–ს ინტერიერის დიზაინს წარმოადგენს. ეს გახლავთ 170 კვ.მ–ზე განთავსებული ნაგებობა, სადაც კლასიკური ვიტრინის მიღმა, ზედმიწევნით გემოვნებით შექმნილ ინტერიერში, ყველა სახეობის მიმზიდველ სათამაშოს სთავაზობენ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს და უამრავ საინტერესოსა და ჯადოსნური წუთების განცდას ჰპირდებიან.
|
Gothenburg-ში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია – Stylt–ის მხატვრულმა დირექტორმა – Erik Nissen Johansen–მა, შეიმუშავა სტოკჰოლმში არსებული რესტორნის – Griffins Steakhouse Extraordinaire–ის ინტერიერის დიზაინი, რომელიც საკმაოდ ორიგინალურად გადაწყვიტა. ეს გახლავთ ნიმუში, სადაც თანამედროვე და გოთური სტილი ერთმანეთს საკმაოდ გემოვნებიანად ერწყმის, რაც საკმაოდ ეგზოკიტურსა და მომხიბვლელ გარემოს ქმნის.
|
მილანში დაფუძნებული სტუდია – Balalo, რომელიც არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია, ფოტორეტუშირებითაა დაკავებული და ფრიად გონებამახვილურსა და ორიგინალურ ნამუშევრებს სთავაზობს მომხმარებელს. სტუდია – Balalo ევროპის წამყვან სარეკლამო სააგენტოებთან დიდი წარმატებით თანანშრომლობს.
|
Robles Architects–ის ჯგუფმა დაასრულა პროექტი – ISEAMI House–ი, რომელიც კოსტა–რიკაში, კერძოდ – Peninsula de Osa–ში მდებარეობს.
|
ლონდონში არსებული ეს ულამაზესი რეზიდენცია, არქიტექტორ Harisson Varma–ს შედევრია. ყოველივე, შინ თუ გარეთ ძალზედ მდიდრულად და მიმზიდველად გამოიყურება. ეს საკუთრებაა, რომელსაც 7 საძინებელი, 9 სააბაზანო, 3 მისაღები ოთახი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, კინო და მიწისქვეშა ავტოფარეხი აქვს. ოთახები სოფისტიკური სტილის ავეჯითაა გაწყობილი, სადაც დიზაინერს უხვად აქვს გამოყენებული ისეთი ფერები როგორიცაა: თეთრი, ნარინჯისფერი, ბეჟი, ყავისფერი და სხვა. ალბათ თქვენც მოიხიბლებით.
|
ბრიტანელი დიზაინერი – Kyle Bean–ი – Brighton–ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი სპეციალიზირდება ხელნაკეთი მოდელების შექმნაზე, რომელიც სამრეწველო და არტ–დიზაინს განეკუთვნება. Kyle Bean–მა ჯერ მხოლოდ 1 წელია რაც – Brighton–ის უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი და 2 საპატიო ჯილდოს მფლობელია. მის მომხმარებელთა შორის არიან: BBC, New York Times–ი, GQ Magazine–ი, Hermes–ი, Selfridges–ი, Liberty, და სხვანი.
|
თუ თქვენთვის ეს აქამდე უცნობი რამ იყო გეტყვით, რომ ფეშენ–დიზაინერი – Jean Paul Gaultier ინტერიერის დიზაინის უდიდესი ტრფიალია. იგი მუდამ დამოუკიდებლად ართმევს თავს საკუთარი მაღაზიების მორთვასა და გალამაზებას, ხოლო 2 თვის წინ, კი ELLE Decor–ის ინტერიერიც გააფორმა. ამჯერად, კი – Jean Paul Gaultier–მ გადაწყვიტა ავეჯის მარკა – Roche Bobois–თან თანამშრომლობა და მომხიბვლელი კოლექციაც მიიღო შედეგად, სადაც სარკეები და სავარძლები გორგოლაჭებზეა, ფარდაგები და ბალიშები საფირმო ნაქარგითაა და ბევრი საინტერესო სხვა რამ.
|
|
|
|
კალენდარი |
|
| « იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
| |
|